– კურსკში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებისთვის

-ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, ს კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს სეულში განუცხადა.
„მათი პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს მომავალ წელს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, ს პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები მაინც დასჭირდება.
„რაღაც მომენტში იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ იქნება პუტინის გონებაში “თამაში დასრულებულია”. მისი იმპერიული ამბიციები დარჩება და ის შეეცდება, დასვენებას, გადაიარაღებას და საბოლოოდ ხელახლა შეტევას“, -განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ საჭიროა ადეკვატური შემაკავებელი მექანიზმი, რათა მან ეს არ გააკეთოს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მ რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია