მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პია კაუმა დელეგაციასთან ერთად ჩამოდის, ჩვენი ქვეყნის მტრებმა ერთი ამბავი ატეხეს

“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა დელეგაციასთან ერთად ჩამოდის, ჩვენი ქვეყნის უცხოელმა მტრებმა და ადგილობრივმა აგენტურამ ერთი ამბავი ატეხეს, როგორ თუ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ვიზიტს გეგმავთო”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში იმ სახელ და გვარების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადებას სთხოვენ.
“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა დელეგაციასთან ერთად ჩამოდის, ჩვენი ქვეყნის უცხოელმა მტრებმა და ადგილობრივმა აგენტურამ ერთი ამბავი ატეხეს, როგორ თუ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ვიზიტს გეგმავთო.
ამ სასარგებლო იდიოტებმა არც კი იციან, რომ ყველა მათთვის მიუღებელ მოვლენებზე ასე ერთობლივი, იდენტური ანტისახელმწიფოებრივი გნიასი მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს საზოგადოებას – კიდევ უფრო მკვეთრად იწერება ისტორიის ფურცლებზე საქართველოს მოღალატეების სახელები და გვარები.
ქვემოთ ნახავთ მეხუთე კოლონაში ჩაბუდებული აგენტურის იმ სახელ-გვარებს, რომლებიც პია კაუმას ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ… ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ხოშტარიას პარტია “დროა”, გახარია პოლიტიკური პარტიები – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო” ჯო უილსონი”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული