შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად

შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა, სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
„ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა