ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების: “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები პია კაუმას ვიზიტის გადადებას ითხოვენ.
მისივე თქმით, სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იყო ვინც, პირველმა რეალურად დააფიქსირა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, ახლა კი ვიზიტის დროს მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს კანონიერ მთავრობის ყოფნას საქართველოში და მარგინალი დაჯგუფების ზღვარგადასულ არაკონსტიტუციურ ქმედებებს.
“ისტერიაშია ჩავარდნილი, რუსთაველის პროსპექტის „მცირე მონაკვეთის მმართველები“: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში მომავალ ვიზიტს არათუ მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, სთხოვენ და მგონი აფრთხილებენ კიდეც რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს ეუთო-ს მაღალჩინოსანი ქალბატონი.
პატარა საქმე ხომ არ არის, სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იყო ვინც, პირველმა რეალურად დააფიქსირა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, ახლა კი ვიზიტის დროს მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ხომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს აქეთ კანონიერ მთავრობის ყოფნას საქართველოში და იქით მარგინალი დაჯგუფების ზღვარგადასულ არაკონსტიტუციურ ქმედებებს.
ეს კი იმ ფონზე, როდესაც რადიკალების მხარდამჭერ, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისია გაღვივებული, ცხადია სერიოზული დარტყმაა ხელმოცარული და ზნედაცემული ოპოზიციისა და მათ მიმდევრებისათვის”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს