ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში?

„ხალხის ძალის“ წევრი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული დან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილს იდიოტები მართავენ.
„იდიოტოკრატია” ევროპულად…
ევროპაში:
გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია!
საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია!
ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს!
ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი!
ავსტრიაში კანცლერი გადადგა!
ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან!
საქართველოში:
მთავრობა დამტკიცებულია!
ბიუჯეტი მიღებულია!
პრეზიდენტი არჩეულია!
ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა – ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე