მიხაილ როთი: პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული დან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.

„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , – წერს როთი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის – ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება