გიორგი ვაშაძე – კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში კოლაფსი გამოიწვია – ეს არის უსისტემო მართვის შედეგი

კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია – საცობები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კატასტროფული მდგომარეობა, ადგილები არ არის, ეს არის ქაოსური, უსისტემო მართვის შედეგი, არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ თბილისის ურბანული ტრანსპორტის განვითარების საკითხზე ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სატრანსპორტო კოლაფსი განაჩენი არ არის და სისტემური რეფორმებით აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. მისივე განცხადებით, კალაძის შემოთავაზება სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა.
„კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. საცობები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კატასტროფული მდგომარეობა, ადგილები არ არის, ეს არის ქაოსური, უსისტემო მართვის შედეგი.
არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული, სისტემური მართვა არ ხდება, სპეციალისტებს არ უსმენენ.
მის შემოთავაზებას, რომ მოიტანეთ იდეები- ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მზად ვართ მივიდეთ, მაგრამ აქაც ტყუილი აღმოჩნდა მისი შეთავაზება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საცობები ჩვენი განაჩენი არ არის , მთავარი პრობლემა არის ის, რომ თბილისმა დაკარგა მობილობა, გადაადგილების ეფექტურობა დაიკარგა, რაც ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებს ურტყამს.
არამარტო ვწუხდებით, არამედ ეს ყველაფერს აჩერებს. ამიტომ ჩვენ დღესაც მზად ვართ, თუ იქნება მზაობა, გეგმა წარმოდგენილია ჩვენი მხრიდან, დღესაც მოწვეულები იყვნენ და არ მოვიდნენ , ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში. ზუსტად ვიცით, რომ საშველი არსებობს, მთავარია, რომ ეს ადამიანები მოვატრიალოთ ხალხის მხარეს, მათსავით „ქოცლაინზე“ ექსკლუზიურად ყველა არ დადის, ეს უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, საჭიროა კომპლექსური და სისტემური მიდგომა და ეს პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია