კანკავას შემდეგ თბილისის “დინამომ” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიბრუნა

22 წლის შემტევი ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე “დინამოში” დაბრუნდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
თორნიკემ ბოლო ორი სეზონი “თელავის” შემადგენლობაში იასპარეზა და 47 ჩატარებულ შეხვედრაში 8-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
ახალგაზრდული ნაკრების შემტევი (7 მატჩი 21 წლამდე ნარებში) დინამოს აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 25 მატჩი აქვს ჩატარებული.