ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირს უბრუნდება და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის შვილს დაუპირისპირდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირს უბრუნდება. ჩვენებური ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ჩაერთვება და მეოთხედფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის ლეიტონის ჰიუიტის 16 წლის შვილ კრუზ ჰიუიტს დაუპირისპირდება.
ჰიუიტი მხოლოდ 16 წლისაა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 1265-ე ადგილს იკავებს. ის ტურნირზე “ველური ბარათის” საშუალებით მოხვდა.
რა თქმა უნდა, ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. თუ ბასილაშვილმა თინეიჯერი ავსტრალიელის ბარიერი დაძლია, საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ან ნეიტრალური დროშით მოთამაშე ალიბეგ კაჩმაზოვს ან ფრანგ ლუკა ვან აშეს შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი შეხვედრა 7 იანვრას
გვიან ღამით შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში