გერმანიის ოპოზიცია – ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 23 თებერვლამდე გეგმავს

გერმანიის კანცლერი, 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.
„სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“, – აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, -ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, სა და პუტინის შეხვედრა მარტშია დაგეგმილი.
„ამიტომ ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს ამ საკითხზე“, – დასძინა როდერიხ კიზევეტერმა.
მისი თქმით, არ უნდა მიიღონ შეთანხმებები, რომელიც უკრაინის ხარჯზე ხდება.
„ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და დავუშვათ ეგრეთ წოდებული „ნორმანდიული შეთანხმებები“, რომელიც ხდება უკრაინის ხარჯზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ. „შეთანხმებები“. ჩვენ ასევე არ უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მეკავშირეები“ ჩვენს რიგებში!“ , – აღნიშნა გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო