ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ოკუპირებულ გალში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, – გვიყვება გალის რაიონის მცხოვრები რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
რადიო თავისუფლებას ინფორმაციას უდასტურებს ოკუპირებული სოფლის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის რწმუნებულიც.
“მეც გავიგე ეს სამწუხარო ინფორმაცია. საშინელი ამბავია. ხუთი ბავშვია დაღუპული“, – უთხრა კახა გოგოხიამ რადიო თავისუფლებას.
აფხაზური ტელეგრამარხი “აიაშარა” ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევიდ ადგილზე გაემგზავრა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის – ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება