რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, 37 დრონი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 20 – ბრიანსკში, 2 – ვორონეჟში და თითო-თითო ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქებში.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი და ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.