ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “საკრამენტო კინგსი” 119:99 დაამარცხა.
კავაი ლეონარდმა 31 ქულა ჩააგდო, ჯეიმს ჰარდენმა და ნორმან პაუელმა – 15-15.
“კინგსის” მხრიდან კიგან მარიმ 17 ქულა დააგროვა, დომანტას საბონისმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დეარონ ფოქსმა კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.
“კლიპერსს” 13 მოგება და 10 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს, “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” გამართავს.
