„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს! – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს!
განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.
უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს – სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, წამების, თუ არაჰუმანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა აღიარებს