SANA – სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.
„ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, – განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ.
მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სირიაში შიდა ფრენები უკვე განახლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი