ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.