ტომ როგანი: რისი იმედი აქვს “ოცნებას” – რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ …

“რისი იმედი აქვს “ოცნებას” – რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ ჩინურ და რუსულ კავშირებზე თვალს დახუჭავს, ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ქუჩაში გასული უამრავი ადამიანი პროდასავლური პოზიციით გამოირჩევა და -საქართველოს ურთიერთობების განსხვავებულ პერსპექტივას ემხრობა. ასე რომ, ვფიქრობ, “ოცნება” ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად “შეაღვიძებენ” – ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი ტომ როგანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებს ტრამპის ადმინისტრაცია მოხსნის.
 “მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ ერთი ასპექტი – ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა. ეს არა მარტო უხერხულობას გამოიწვევდა – მსგავსი ნაბიჯი დააზიანებდა ზოგადად -ის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის [საქართველოსადმი] ახალი მიდგომის დასაწყისი აშშ-ის მთავრობის მხრიდან და ტრამპის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევენ და განაგრძობენ ქართველი ხალხის ნებისა და მათი საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულებების უგულებელყოფას” – აცხადებს როგანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს