ვოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესს პირველი საკანონმდებლო სესიის დაწყებას და მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ვულოცავ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის ორპალატიანმა და ორპარტიულმა მხარდაჭერამ უკრაინას საშუალება მისცა, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა.
შეგახსენებთ, კონგრესმენი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის თანამდებობაზე 218 ხმით აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ