სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს.
„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, – აცხადებს „როსავიაცია“.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ბრიანსკის, სმოლენსკის, ბელგოროდის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)