ტურიზმის სექტორისთვის 2024 წლის შედეგებს BMG-სთან “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის” თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წელი ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა “რუსული კანონის” მიღებამ და პოლიტიკურმა კრიზისმა დარგის განვითარება შეაფერხა.