დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება “თბილისი – ევროპული ქალაქი”

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი იქნება “თბილისი – ევროპული ქალაქი”. ზუსტად ამ წარწერას ამონტაჟებდნენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან. საახალწლო სლოგანი გასულ წლებშიც აქ იყო ხოლმე გამოფენილი.
გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:
· 2018 წელს – სიცოცხლით სავსე ქალაქი;
· 2019 წელს – სიყვარულით სავსე ქალაქი;
· 2020 წელს – ისტორიით სავსე ქალაქი;
· 2021 წელს – სოლიდარობით სავსე ქალაქი;
· 2022 წელს – გვიყვარდეს ერთმანეთი;
· 2023 წელს – მშვიდობის ქალაქი.
თბილისის მერია კვლავ ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება შემდეგ ადგილებზე:
· ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა);
· მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა “საახალწლო ქალაქი”, ასევე გაიმართება საშობაო ბაზარი;
· რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, დადგეს ცენტრალური ნაძვის ხე, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს