წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად, 218  ხმით კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს.

პირველ კენჭისყრაში მაიკ ჯონსონს მხარი არ დაუჭირეს ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რალფ ნორმანმა და კეიტ სელფმა, მეორე კენჭისყრაზე კი ჯონსონმა მათი გადაბირება მოახერხა და 218 ხმა მიიღო. ჯონსონისთვის მხარი არ დაუჭერია არცერთ დემოკრატ კონგრესმენს.

ჯონსონის კონკურენტმა ჰაკემ ჯეფრისმა კი 215 ხმა მიიღო.

ქვედა პალატაში რესპუბლიკელებს 219 მანდატი აქვთ, დემოკრატებს კი 215. ესაა პალატის ყველაზე ვიწრო უმრავლესობა, ბოლო თითქმის 100 წლის განმავლობაში.

-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა.

ვაშინგტონში, 119-ე მოწვევის კონგრესის პირველი სხდომა მიმდინარეობს, 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა