საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნას დღის ეთერი და უფრო მეტი დრო დაუთმოს საზოგადოების პროტესტის გაშუქებას.
ამასთან, ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, და არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი.
„ვითხოვთ, გაიხსნას მთელი დღის ეთერი ისე, როგორც გვაქვს ახლა საღამოს ეთერი იმისთვის, რომ იყოს ფართო საზოგადოებრივი დიალოგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ის გათავისუფლდეს „ქართული ოცნების“ ჰიბრიდული პროპაგანდისგან, აუცილებელია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.