მოლაპარაკებები დაწყებულია – გარსიას სერიოზული მსურველი ჰყავს

ფრანგი სპეციალისტის, რუდი გარსიას გადაბირებით ორი თურქული გუნდი: “ადანა დემირსპორი” და “გალათასარაი”, ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Fanatic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გარსია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს “გალათასარაისთან” აწარმოებს და მხარეები შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, ფრანგი სპეციალისტი “ნაპოლიდან” რამდენიმე კვირის წინ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ