ტყიბულში სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტყიბულში, მერიის წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, წინასაახალწლო პერიოდში 40-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეები აცხადებენ, რომ „საქნახშირის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მეშახტეების მხარდამჭერებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი: „დროა, ტყიბულმა თავისი სათქმელი თქვას!”
„ჩემი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას და ამის საფუძველზე მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრის გათავისუფლება. ვწერდი სოციალურ ქსელში მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს, აგრეთვე ვწერდი კომენტარებს. ბევრი გაფრთხილება მივიღე“, – აცხადებს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მეშახტე.
ტყიბულში სოლიდარობის აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქიდან მათ მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით