ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ მსხვილი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს, ის მათ შეხვდება. ასე უპასუხა BMG tv-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას ბიზნესმენმა.
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება პრობლემაა ყველასთვის და ივანიშვილთან ამ საკითხებზე საუბრის იდეას იწონებს. წამყვანის კითხვაზე კი რაზე დაელაპარაკებიან ბიზნესმენები „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, პასუხობს, რომ მათი მთავარი საკითხი კრიზისიდან გამოსავალი იქნება.
– მსხვილ ბიზნესს, ბიზნესმენებს თუ გიცდიათ ბიძინა ივანიშვილთან ამ დროის განმავლობაში შეხვედრა?