ტრამპმა მითხრა: „ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდები” – ზელენსკი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვარაუდობს, რომ -ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვის ვიზიტსაც ინაუგურაციის შემდეგ დაელოდება, ის იქნება.
„ტრამპმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა: „ ერთ-ერთ პირველ ვიზიტს სწორედ თქვენსას ველოდები“. მან მითხრა ეს. მან თქვა: „ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ“. ამიტომ, ვფიქრობ, დიახ – ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სურს, გეგმა და შესაბამისი ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი შესთავაზებს, უკრაინის ხედვას ემთხვეოდეს.
„სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ . ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ მას ექნება კონტაქტები რუსულ მხარესთან. ესეც გასაგებია. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეისწავლიან, ვინ რისთვის არის მზად. ვფიქრობ, ეს პირველი ტაიმი იქნება და აქედან ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე