თბილისში დიდი გაბარიტების მანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა – კანონი 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, დღის გარკვეულ მონაკვეთებში, დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ კანონი უკვე მიღებულია.
შეზღუდვა გულისხმობს თბილისში M3, N2 და N3 კატეგორიის მანქანების გადაადგილების აკრძალვას 08:00-11:00 საათისა და 17:00-20:00 საათების მონაკვეთში იმ ადგილებში, სადაც მოძრაობის შეფერხების პრობლემა მწვავეა. შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათსა და კვირას.
კანონით განისაზღვრა დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობაც. ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.
ახალი კანონი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ