„ვნახეთ აქტივისტი ბიზნესმენები“ – 2024 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი კეპულაძისგან

„წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა იყო პოლიტიკა, რამაც შემდგომ ეკონომიკური მოვლენებიც განაპირობა,“ – ასე აფასებს ქვეყანაში 2024 წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დააზიანა, რამაც მისი თქმით, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტი სირთულე გამოიწვიოს.
რუსული კაპიტალის ზრდა, სავაჭრო პარტნიორებში ცვლილებები, ბიზნესმენების პოლიტიკური აქტიურობა, ეს ის მოვლენებია, რომელსაც გიორგი კეპულაძე 2024 წლის მთავარ მოვლენებად ასახელებს.
„წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა იყო პოლიტიკა, რამაც შემდგომ ეკონომიკური მოვლენებიც განაპირობა. არაფერს ისე არ დაუზიანებია საქართველოს ეკონომიკა, როგორც „ქართული ოცნების“ ნაბიჯებმა დააზიანა. ყველა ის ეკონომიკური რყევა, რაც კი წელს გვქონდა, გამოწვეული იყო არასწორი ნაბიჯებით. სამწუხაროდ, ამან შექმნა საფუძველი იმის, რომ მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი სირთულე ვნახოთ ეკონომიკური კუთხით.
რაც შეეხება კონკრეტულ მოვლენებს:
ის, რომ ს მიერ ში აგრესიის დაწყების შემდეგ, აქ რუსული კაპიტალის რაღაც ნაწილი შემოვიდა, ძირითადად, რუსეთიდან მიგრანტების ხაზით და გადმორიცხვებით. ამას რა თქმა უნდა, ჰქონდა ეფექტი, ერთჯერადი სახით.
ასევე, გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ფაქტობრივად, ჩვენი მთავარი საექსპორტო პარტნიორები გახდნენ. რაც საბოლოოდ მაინც შედის რუსეთში და ძირითადად ავტომობილების სახით. ამას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება განგრძობითი ეფექტი, მაგრამ ამის საფუძველზე გვაქვს შედარებით მაღალი ეკონომიური ზრდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა რა ნეგატიური საფუძველიც ჩაუყარა ეკონომიკას, სამწუხაროდ, ალბათ, შედეგს უკვე მომავალი წლის დასაწყისში გამოიღებს. იმიტომ, რომ კურსის ცვლილება, ხელისუფლების წარმომადგენლების და დეფაქტო მმართველის სანქცირება წარმოუდგენელია, არ აისახოს ქვეყნის იმიჯზე. უკვე გვაქვს კიდეც უარყოფითი ეფექტი ტურიზმის სექტორში და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო დააზიანებს ქვეყანას. ამ სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა კი არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი . ამას კარგად ხვდება ბიზნესი, მათ შორის ისინიც, ვინც გაჩუმებულია და შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთანაც“ არის დაკავშირებული. ხვდებიან, რომ თუ ეს კრიზისი დიდხანს გაგრძელდა, ყველა სექტორს შეექმნება პრობლემა.
აქვე, ბიზნესებზეც უნდა ითქვას. ჩემთვისაც კი, რომლის საქმიანობაც (ორგანიზაციიდან გამომდინარე) 10 წელზე მეტია დაკავშირებულია ბიზნესთან და კერძო სექტორთან, ძალიან მოულოდნელი იყო ბიზნესების მხრიდან ღიად აზრის დაფიქსირება. როგორც წესი, ბიზნესს არ უყვარს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა უკვე გასცდა პოლიტიკურ პროცესებს და ბიზნესმაც იგრძნო ეს. იციან, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელებით მათაც პრობლემა შეექმნება. ბიზნესი არის ის, ვინც ავსებს ბიუჯეტს, იხდის გადასახადებს, ასაქმებს ადამიანებს, შესაბამისად, თუ მათ პრობლემა შეექმნებათ, ეს ყველაფერზე აისახება, მათ შორის ბიუჯეტზეც.
ამიტომ, ძალიან ნიშანდობლივი და გამორჩეული ამბავია (ბიზნესმენების მიერ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება), რაც ისევ და ისევ პოლიტიკურმა პროცესებმა განსაზღვრა. ჩვენ ვნახეთ, აქტივისტი ბიზნესმენები, რაც ძალიან იშვიათობა იყო აქამდე საქართველოსთვის. აქამდე სულ გვიკვირდა, ხმას რატომ არ იღებენ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამოიღო ხმა და მათ შორის უკვე „წუწუნებენ“ ისინიც, ვისაც შეიძლება უფრო მეტი სიტყვა ეთქმის „ქართულ ოცნებასთან“, ვისაც საჯაროდ არ უნდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. შეიძლება, კონკრეტულ პლატფორმას არ უერთდებიან და მოწოდებებს ხელს არ აწერენ, მაგრამ თუნდაც თავისი სიჩუმით ძალიან ხმაურობენ“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.