ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის.

1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 – 1998 წლებში კი – საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის მე-3, მე-5 და მე-6 მოწვევის წევრიც იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო – ამ დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს