ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპელი სამშვიდობოების განლაგების მომხრეა, მაგრამ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განლაგება შესაძლებელია, მაგრამ მომავალში ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა გამოირიცხოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარების განთავსების თაობაზე.
„მაგრამ მხოლოდ საფრანგეთი არ არის საკმარისი. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული ძალების განლაგება გამორიცხავს მომავალს ნატო-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპელი სამშვიდობოების იდეას მაკრონთან და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროსაც შეეხნენ.
„დავინახე, რომ ტრამპი დადებითად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ჯერჯერობით არ მოგვისმენია, რომელი კონკრეტული ქვეყნები იქნება ამ ძალებში და იქნება თუ არა მათ შორის შეერთებული შტატები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება