სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

“ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს განგრძობად მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ვალდებულებისთვის ევროპული ფასეულობებისა და განვითარების მიმართ”, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე წევრი ქვეყნები ერთმანეთს, როტაციის პრინციპით, 6-თვიანი ვადით ენაცვლებიან. 1 იანვრამდე, მორიგე თავმჯდომარის ფუნქციას უნგრეთი ასრულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…