-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის დასანქცირებით, დროა EU-მ იმოქმედოს – იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ -ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ, დროა ევროკავშირმაც იმოქმედოს.
მისი თქმით, საქართველო ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ომის უფრო ფართო სურათის კრიტიკული ნაწილია.
„შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.
როგორც რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, ამ მხრივ ევროკავშირის ინსტიტუტები იყვნენ შუამავლები, რომლებიც რაც მალე იმოქმედებენ, მით უკეთესი.
„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიის ყველა სტანდარტს, შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან და დაასრულოს საქართველოს დაქვემდებარება რუსეთისადმი.
როგორ გააკეთდეს ეს, ამის გადაწყვეტა თავად ქართულ საზოგადოებას შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, – აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში