პირი, რომელმაც ნიუ ორლეანში 15 ადამიანი მოკლა, ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული

-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, არმიის ვეტერანმა, რომელიც ნიუ ორლეანში ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში მანქანით შევარდა და 15 ადამიანი მოკლა, თავდასხმამდე სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ იყო შთაგონებული.
“FBI-მ ასევე მაცნობა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მან [თავდამსხმელმა] სოციალურ მედიაში ვიდეოები გამოაქვეყნა, [რომელშიც] მიანიშნა, რომ იგი ISIS-ის მიერ იყო შთაგონებული, [და] მკვლელობის ჩადენის სურვილი გამოხატა”. – თქვა ბაიდენმა.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ 1-ელი იანვრის თავდასხმას, რომლის ფარგლებშიც მძღოლმა პოლიციის ბლოკადას გვერდი აუარა და ხალხში მანქანით შევარდა, ტერორისტულ აქტად იძიებენ. FBI-ში ასევე განაცხადეს, რომ მათი აზრით, თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.
გამომძიებლებმა მანქანაში რამდენიმე იარაღი და იმპროვიზებული ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს. ამასთანავე, მანქანაზე ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა იყო დამაგრებული.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ბარიკადებს გვერდი აუარა და ბურბონ სტრიტზე შევარდა, ადამიანების გადავლის შემდეგ კი მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?