2024 წლის შეჯამებისას, “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის კარგად დაიწყო და “დიომ” წლის გეგმის შესრულება შეძლო, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე სამომავლო გეგმის შედგენა რთულია.
“2024 წელი კარგად დაიწყო და კარგად მიმდინარეობდა, თუ არ გავითვალისწინებთ, ბოლო ორ თვეს. არჩევნების შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამან, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი როლი შეასრულა. საბოლოო ჯამში, ჩვენმა კომპანიამ დასახულ მიზნებს მაინც მიაღწია, მაგრამ ამას ფონად გასდევდა წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აპრილიდან, არსებული დაძაბულობა და პოლიტიკური სიტუაცია.