უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო­ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 72 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 24 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 1 დრონი ჯერ კიდევ ჰაერშია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.