პოლონელი დიპლომატი – პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს

პოლონეთი თანამშრომლობს სთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების წარმოებას, ტანკების შეკეთებას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას.
ლუკასევიჩმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა აშენდა, თუმცა დიპლომატმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა.
„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც აცხადებს ასეთ თანამშრომლობას, როგორიცაა სამხედრო ტექნიკის წარმოების ქარხნის მშენებლობა, გეოგრაფიულად სგან შორს მდებარეობს და რადგან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამიტომ არ ვსაუბრობთ ამაზე. ანუ გეოგრაფია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!