რუსთაველის გამზირი 1 იანვარსაც გადაიკეტა – პარლამენტთან პროევროპული აქციები გრძელდება

თბილისში, პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. პროევროპულ აქციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნაც ახალი არჩევნების გამართვაა, მოქალაქეები 2025 წლის პირველ დღესაც შეიკრიბნენ.
აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა, რომელთა რიცხვიც 44-ია. ისინი ახალ წელს საპატიმროებში შეხვდნენ.
დღეს უკვე 35-ე დღეა, რაც საქართველოში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. მათი მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის