ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი – თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა

თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, – ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, – განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს