რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი მრავალჟამიერის ფონზე შეხვდა ახალ წელს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ახალი წლის ღამეს ათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს.
მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა რამდენიმემეტრიანი საახალწლო სუფრა.
აქციაზე, “სუხიშვილების” მოცეკვავეებმა შეასრულეს “დაისი”.
ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, . მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ადგილზე, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.
მანამდე, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოსახლეობას ახალი წელი გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ