მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი – კახა კალაძე

მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი – კახა კალაძე
„გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში!“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საახალწლო ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
კახა კალაძემ ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა მთელ ქვეყანას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი – მომავალ თაობას.
„დასრულდა გამოწვევებით და პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე 2024 წელი. ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებებითა და წარმატებებით.
ამიტომ, მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი.
ახლა, როდესაც ძველის და ახლის გასაყართან ვდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში? მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და რაც მთავარია, ერთიანობა – გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო.
ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე.
ვისურვოთ, არა დაყოფა, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ყველაზე მთავარ მიზანს – ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ თბილისს, ვულოცავ მთელს საქართველოს! ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს!
ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მადლობას მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის!
ახალ წლის შემობრძანებას ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს – ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთარ მოვალეობას ასრულებს.
ვულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება.
მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში! ძალიან მიყვარხართ!
ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული