2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ
2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.
„2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, რაც ისჯება კანონით – ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა