მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება.
მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” .
სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან – “ახალი წლის ჯადოსნური მარშით”. ასევე, აქცია არის დაგეგმილი გლდანის ციხესთან სახელწოდებით – “ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას