რას იხსენებს სტეფანე გიორგი ლაფერაშვილზე: გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა…

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, ის თავის კონცერტს იხსენებს, რომელსაც გიორგი ბოლოჯერ დაესწრო.

“ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოსწონდა, მაგრამ ჯებირებზე იყო ჩამოყუდებული და ისე უსმენდა მშვიდად. ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..

პირველად სადღაც 1996-1997 წელს გავიცანი, მაშინ რადიოში მუშაობდა და მაგ დროიდან სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა.

არ არის ადამიანი, ვინც იცნობს და ლაფერა არ უყვარს.

მშვიდობით, მეგობარო. ოქროს ადამიანო. შენ ბევრი სიყვარული გაქვს ჩვენგან” – წერს სტეფანე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია