სახელმწიფო წეროვანში მიწის ნაკვეთებს “ინვესტ ვიუს” ₾2.8 მილიონად მიყიდის – დადგენილება

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „ინვესტ ვიუს” პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 დეკემბრით თარიღდება.
კერძოდ, საუბარია 8 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო და 11 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის სანაცვლოდაც კომპანია 2 762 173 ლარს გადახდის.
კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უძრავი ქონების განვითარების მიზნით მინიმუმ 94 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.