აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს, კვლავინდებურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევების მხარდაჭერას – ალან პერსელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სხდომას, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, -ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან პერსელი და საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი პროგრამების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალან პერსელის თქმით, აშშ-ს საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს.
“აშშ-ის მთავრობას საქართველოსთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გრძელი ისტორია აკავშირებს. ამ სფეროში დახმარება გაწეული აქვს აშშ-ის არაერთ უწყებას და, ამ თვალსაზრისით, არსებობს ძალიან მკაფიო ერთობლივი ინტერესი. ჩვენ კვლავინდებურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევების მხარდაჭერას აღნიშნული საფრთხეებისგან ქართველი ხალხის დაცვის მიზნით,” – აღნიშნა ალან პერსელიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ამომრჩეველს ერთადერთ რამეს ჰპირდებიან, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ

ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მიწვევა მივიღე, დაგეგმილია ვიზიტი, ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან, ეს არის ჩემი ევროპული დამოკიდებულება