უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. წლის შემაჯამებელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2023 წელს შესრულებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშები წარადგინეს.

საკოორდინაციო საბჭოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი ხელმძღვანელობს. მან ქბრბ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და გასული ერთი წლის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა შეაჯამა.

სხდომას, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან პერსელი და საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი პროგრამების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე