2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტირება-მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს (აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის) პროექტირება/მშენებლობის დაწყებას გეგმავს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, პროექტისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
დადგენილების მიხედვით, 2025 წელს კლინიკების აღჭურვა/გაფართოებაზე სულ 60 მილიონი ლარი უნდა დაიხრჯოს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 22 000 ლარი, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს და მათ აღჭურვას მოხმარდება.