სააკაშვილმა კარგად შეაფასა ის პროცესები, რომლებიც პარტიიდან ცალკეული პირების გასვლას უკავშირდება – მან ეს “ევროპული საქართველოს” ბოკერიას გზას შეადარა – ლევან ბეჟაშვილი

ამ დრომდე გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების პროცესი. “ნაცმოძრაობიდან” გასვლის შესახებ განცხადება უკვე ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა. ისინი პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და, შექმნილი კრიზისის გამო, ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებენ.
საპასუხოდ კი აცხადებს, რომ მსგავსი სირთულეები პარტიას ადრეც ჰქონია, თუმცა, პარტია ყოველ ჯერზე დაძლია.
“მსგავსი ტალღების გასვლის არაერთხელ ყოფილა “ნაციონალურ მოძრაობაში,” მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ასეთი სირთულეებიდან ყოველთვის გამოსულა. მიხეილ სააკაშვილმა კარგად შეაფასა ის პროცესები, რომლებიც პარტიიდან ცალკეული პირების გასვლას უკავშირდება, მან ეს შეადარა “ევროპული საქართველოს” ბოკერიას გზას,” – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ამავე დროს “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესს გარკვეული ძალების მხრიდან კოორდინირებულად მიიჩნევენ მმართველ გუნდში და მიიჩნევენ, რომ ამის მიზანია, ენმ-სთან ერთად, საარჩევნო ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ გადალახოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება