ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს – მერია – Netgazeti • ახალი წელი • საზოგადოებრივი ტრანსპორტი • Netgazeti.ge

თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.
თუმცა მანამდე “ნეტგაზეთს” სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებდა, რის სავარაუდუდო მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ “საახალწლო ღონისძიებები” არ იქნება.
“გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.
გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება”, – აცხადებს თბილისის მერია.